უბედური შემთხვევა მოხდა წალენჯიხაში. მდინარე ჭანისყალზე თევზაობისას 19 წლის ბიჭი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, მას სავარაუდოდ, დენმა დაარტყა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტში “გურია ნიუსს” განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.