საქართველოს მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ საქართველოს პროკურატურაში შიდა საკადრო ცვლილებები განახორციელა.
ქალაქ თბილისის პროკურორად მალხაზ კაპანაძე დაინიშნა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორად ნათია სონღულაშვილი დაინიშნა. დასავლეთ საქართველოს პროკურორად _ შოთა ტყეშელაშვილი.
კახეთის პროკურატურა ლევან პაქსაშვილს ჩააბარეს. შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის პროკურატურა _ ავთანდილ კოჭლამაზაშვილს.
სამცხე-ჯავახეთის პროკურორად შოთა რიჟამაძე დაინიშნა.
რაც შეეხება ქალაქ თბილისის ყოფილ პროკურორს და მის მოადგილეს, პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ შაყულაშვილი და გიორგი გაბოძე საქართველოს მთავარ პროკურატურაში მუშაობას დეპარტამენტების ხელმძღვანელებად გააგრძელებენ.
სულ საქართველოს პროკურატურაში 17 შიდა საკადრო ცვლილება განხორციელდა.