51 წლის ჩინელი ფაბრიკის მუშა ჩან ფუსინი 7 წელიწადია, დილაობით 20 წუთი რკინის ფეხსაცმლით სეირნობს.
მან “ქოშები” რკინის ბლოკებისგან თავად შეადუღა.
თავიდან მათი წონა 70 კგ იყო, მაგრამ ვარჯიშისგან ფუსინს “გაწევა” მოემატა და თანდათან წონის დამატება დაიწყო.
ამჯერად ქოშები მის წონაზე 7-ჯერ მეტია. როგორ ახერხებს ჩან ფუსინი რამდენიმე მეტრის გავლას, არავინ იცის, სამაგიეროდ, “ფეხსაცმელების” მოპარვისა არ ეშინია.