გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, პირველი მარტიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება.
“1 მარტის დღის მეორე ნახევრიდან 2 მარტის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოს ტერიტორიაზე შავი ზღვის ჩრდილო – დასავლეთიდან ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი (ძირითადად დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რაიონებში), დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთიან ზონაში ქარბუქი, ზღვაზე 4 – 5 ბალიანი შტორმი. ( საიტზე და ფეისბუკზე ვდებ ამ ინფორმაციას)”, _ ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.