გორში, რაზმაძის ქუჩაზე სასურსათო მაღაზია გაძარცვეს.
როგორც „გურია ნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, სამართალდამცავებმა აღნიშნულ ფაქტზე 1 პირი დააკავეს.
უწყების პრესსამსახურის ცნობით, მომხდარზე გამოძიება 178-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.