თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთი შენობის ფასადიდან მინა ჩამოვარდა, რის შედეგადაც ქვეითად მოსიარულე 6 არასრულწლოვანი დაშავდა.
როგორც „გურია ნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, დაშავებულები #70-ე საჯარო სკოლის მოსწავლები არიან და ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებებში გადაიყვანა.
„ექვსივე მათგანი #70-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფების მიერ დაშავებულები თბილისის სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ერთ-ერთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები“, _ ამბობენ შსს-ში.