ჩვენი სისხლი უნიკალურია: მას არა მარტო გადააქვს ჟანგბადი და მასაზრდოებელი ნივთიერებები, არამედ კურნავს დაავადებებს.
ადამიანებმა უძველესი დროიდან იცოდნენ, რომ სიცოცხლე დამოკიდებულია სისხლზე. მას თანამედროვე მედიცინაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, მეცნიერებმა შეისწავლეს სისხლის შემადგენლობა, თვისებები და ფუნქციები, ისწავლეს დონორების სისხლის გადასხმით ადამიანის გადარჩენა, ხოლო საკუთარი სისხლით მკურნალობა (ავტოჰემოთერაპია) ფართოდ გამოიყენება მედიცინასა და კოსმეტოლოგიაში.
ავტოჰემოთერაპიის დროს კანქვეშ ან კუნთებში ექიმს შეჰყავს პაციენტის ვენიდან აღებული საკუთარი სისხლის მცირე დოზა. ეს მეთოდი განსაკუთრებით სასარგებლოა გინეკოლოგიური, ლორ-ორგანოებისა და სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადებების დროს. ასევე ეგზემის, ნეიროდერმიტის,
ფურუნკულის და კანის სხვა დაავადებების დროს. ავტოჰემოთერაპია ამაღლებს იმუნიტეტს. აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას. აძლიერებს სისხლის მოძრაობასა და ლიმფის მიკროცირკულაციას, აჩქარებს ქირურგიული ჩარევის შემდეგ ორგანიზმის გამოჯანმრთელებას, განსაკუთრებით კარგ შედეგს იძლევა ართროზისა და ართრიტის დროს, კოსმეტოლოგიაში იყენებენ კანის დაავადებების სამკურნალოდ.