ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაბერეჟიულში ხანძრის შედეგად ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
როგორც თვითმხილველებმა გვითხრეს, ხანძრის გაჩენის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა და დაზარალებულის მეზობლებმა, ვერაფრის გადარჩენა ვერ მოახერხეს.
ხანძრის გაჩენის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
მომხდარზე უკვე დაწყებულია გამოძიება.