ძლიერმა ქარმა გურიაში, ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში პრობლემები შექმნა.
გურიის გუბერნიის პრესსამსახურის უფროსის, ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, ზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში, ძლიერი ქარის გამო, ორსართულიან საერთო საცხოვრებელს ხე დაეცა.
_ შემთხვევა ღამის საათებში დაბის მე-3 რაიონში მოხდა. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლის სახურავი. ადგილზე იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. გაწმენდითი სამუშაოები ამ დროისთვის დასრულებულია, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ლომჯარიამ.
მისივე თქმით ნატანებში, გურიანთაში და შრომაში რამდენიმე მოსახლეს ძლიერმა ქარმა ნალიის და დამხარე ნაგებობების სახურავები დაუზიანა.
_ ზარალი დიდი არ არის. საბედნიეროდ მცირე დაზიანებებია, _ აღნიშნა ლომჯარიამ.
ქარმა საცხოვრებელი სახლების სახურავები დააზიანა ლანჩხუთშიც. როგორც ნინო ლომჯარიამ გვითხრა 4 საცხოვრებელი სახლის სახურავი დაზიანდა სოფელ ჩოჩხათში, ხოლო ერთი _ ქალაქ ლანჩხუთში.