„მშვიდობა ომზე მეტია“ _ თავისუფლების მოედანზე ამ სახელწოდებით აქცია მიმდინარეობს. შეკრებილები ოკუპირებულ ახალგორში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს სოლიდარობას უცხადებენ და რუსულ ოკუპაციას აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეები არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ოჯახისთვის დაუყოვნებლივ გადაცემას ითხოვენ.
თბილისში დაგეგმილ სოლიდარობის აქციას 12 ქალაქი და ასზე მეტი კერძო კომპანია და ორგანიზაცია უერთდება.
თბილისის პარალელურად აქცია მიმდინარეობს ქუთაისში, ფოთსა და გორში.
ფოტო: 1tv.ge