12 ათასამდე ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან, 32%-მა პირველ ჯერზე ტექნიკური დათვალიერება ვერ გაიარა, რის გამოც მძღოლებს დამატებით ერთვიანი ვადა მიეცათ“ – აღნიშნულის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩერქეზიშვილმა, ტექდათვალიერების შედეგებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, სავალდებულო ტექდათვალიერების ამოქმედების შემდეგ შესაბამის ცენტრებს 12 ათასამდე ავტომობილის მესაკუთრემ მიმართა.
,,დაახლოებით, 12 ათასამდე ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან 30-32%-მა ვერ გაიარა ტექნიკური დათვალიერება და მათ მიეცათ ერთთვიანი ვადა. მნიშვნელოვანია, რომ რეფორმა მიმდინარეობს 1 ივლისიდან, ამ ჯგუფს კი ახალი კატეგორიები დაემატება. ასევე, უახლოეს პერიოდში გამოცხადდება ინტერესთა გამოხატვა დამატებით პერიოდული ტექნიკური ინსპეტქტირების ცენტრებზე, სადაც ავტოსატრანსპორტო საშუალებბი გადანაწილდება კვოტების მიხედვით. ველოდებით, რომ გარკვეული პოზიტიური შედეგები გვექნება“, _ განაცხადა გიორგი ჩერქეზიშვილმა.