გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8 მარტს, საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან შესაძლებელია ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +14, +19 გრადუსი იქნება.
ქ. თბილისში დღის მეორე ნახევარში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +16, +18 გრადუსამდე მოიმატებს.
9 მარტს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, წვიმა, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთიან ზონაში თოვლი, ზოგან ქარბუქი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +8, +13, აღმოსავლეთ საქართველოში +11, +16 გრადუსამდე დაიკლებს.
ქ. თბილისში მოსალოდნელია წვიმა, დღის მეორე ნახევრიდან იქროლებს ჩრდილო – დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.