გუშინ, თემქაზე მომხდარ საზარელ შემთხვევას ფეისბუქის ერთ-ერთი მომხმარებელი ეხმაურება.
_ ეს არაჩვეულებრივი გოგო გუშინ ადგა და მაღალსართულიანი კორპუსიდან გადმოხტა. ქეთი “ლურჯი ვეშაპის” მორიგი მსხვერპლია და ამ საზარელი ქსელის გავლენით სიცოცხლეზე უარი თქვა. მშობლებო, ფრთხილად იყავით, ყურადღებით ადევნეთ თვალი თქვენს მოზარდ შვილებს. საერთოდ რომ ვერ წარმოგვიდგენია, შეიძლება, ისეთ ბავშვთან იყოს ჩასაფრებული ეს უბედურება. ყველაზე რთული კი ის არის, რომ ძალიან ძნელი შესამჩნევია, არის თუ არა რომელიმე ბავშვი “ლურჯი ვეშაპის” ქსელში. თითოეული მათგანი საგულდაგულოდ მალავს ამ ამბავს, რომელიც მოულოდნელად უბედურებით სრულდება, _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი და დაღუპული გოგონას ფოტოს აქვეყნებს.
_ შსს გამოძიების ამ ეტაპზე “ლურჯ ვეშაპთან” კავშირს გამორიცხავს: “მშობლები და ახლობლები პირველადი გამოკითხვით, გამორიცხავენ რაიმე სახიფათო ინტერნეტთამაშთან კავშირს”, _ ამბობენ შსს-ში და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, სხვა დეტალებზე არ საუბრობენ.
გუშინ თემქაზე, არასრულწლოვანი გოგონა საცხოვრებელი კორპუსიდან გადავარდნის შედეგად დაიღუპა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.