ნეპალში, კატმანდუს აეროპორტში სამგზავრო თვითფრინავი დაშვებისას ბილიკს ასცდა და ცეცხლი გაუჩნდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, თვითმფრინავში მყოფი 71 მგზავრიდან 49 დაიღუპა, 22 დაშავებული კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც ცნობილია, აშშ-ბანგლას ავიახაზების ხელმძღვანელი იმან ასიფი მომხდარში კატმანდუს საჰაერო მიმოსვლის კონტროლის სამსახურს ადანაშაულებს.
„ჩვენი პილოტი დამნაშავე არ არის, მას არასწორ მიმართულებას კარნახობდნენ“, _ამბობს ის.
აეროპორტის გენერალური მენეჯერის თქმით, თვითმფრინავი დაჯდომამდე ღობეს შეეჯახა. პილოტმა ფრენის მაკონტროლებლებს უთხრა, რომ ყველაფერი რიგზე იყო, შემდეგ კი აღარ პასუხობდა.
როგორც ცნობილია, ცეცხლმოდებული თვითმფრინავიდან გამოღწევა ერთ-ერთმა მგზავრმა ფანჯრის ჩატეხვის შედეგად შეძლო.
მგზავრის თქმით, თვითმფრინავმა რყევა დაიწყო, რასაც ცეცხლი მოჰყვა.
მაუწყებლის ინფორმაციით, მომხდარის ირგვლივ გამოძიება დაიწყო.