საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სერგეი ლავროვის უწყების განცხადებას პასუხობს. განცხადებას პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს.
“ჟენევის დისკუსიები არის მნიშვნელოვანი ფორმატი რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დასარეგულირებლად.
იმედს გამოვთქვამთ, რომ მომავალ ჟენევის რაუნდზე ჩვენ შევძლებთ მრავალი წლის მანძილზე არსებული ჩიხური მდგომარეობიდან გამოსასვლელად და კონფლიქტის მშვიდობიანად დასარეგულირებლად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას,”- ნათქვამია პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საგარეო უწყება რუსეთის ფედერაციას, ასევე, მოუწოდებს გადადგას ნაბიჯები ტატუნაშვილის ცხედრის დაუყოვნებლივ გადმოცემის უზრუნველსაყოფად.