ზუგდიდში 3 ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად დაჭრეს.
როგორც „გურია ნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე უწყება ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს.
„გამოძიება 19-109 მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს“, _ამბობენ შსს-ში.