ამ წუთებში, მეტროსადგური “დიდუბე” მგზავრებს ვერ ემსახურება _ ამის შესახებ “გურია ნიუსს” ერთ-ერთმა მგზავრმა აცნობა.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში ადასტურებენ, რომ მეტროს მოძრაობა ორივე მიმართულებით შეფერხებულია და მგზავრთან დაკავშირებულ შემთხვევას უკავშირდება, თუმცა, განცხადებას მომხდარის შესახებ მალე გაავრცელებენ.
“გურია ნიუსი” შემთხვევის შესახებ დამატებით ინფორმაციას მალე შემოგთავაზებთ.