გურამიშვილის ქუჩაზე გურჯაანში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს “ოპელის“ მარკის ავტომანქანა და მოპედი შეეჯახა.
თვითმხილველების თქმით, მოპედს არასრულწლოვანი შლემის გარეშე მართავდა. ის ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც „გურია ნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია.