ზუგდიდში, დადიანის ქუჩაზე მდებარე ხელოვნურ სტადიონზე 15 წლის მოზარდი დაჭრეს. როგორც „გურია ნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევის ირგვლივ გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის მძიმედ განზრახ დაზიანებას გულისხმობს.