უამინდობამ ოზურგეთში პრობლემები შექმნა. ძლიერი წვიმის გამო ოზურგეთი-ჩოხატაურის ცენტრალური გზის ნაწილი დაიტბორა, რამაც საავტომობილო მოძრაობა შეაფერხა. ძლიერ წვიმას სეტყვაც მოჰყვა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედიდან, დვაბზუდან, ცხემლისხიდიდან და ბოხვაურიდან “გურია ნიუსს” რამდენიმე მოქალაქემ დაურეკა. მათი თქმით სეტყვამ დააზიანა ნაადრევად გამოსული კვირტები, ნარგავები.
ძლიერი სეტყვის შედეგად დაზიანებულია ავტომანქანებიც.