თბილისში სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ ძმებს დღეს ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ, რის შემდეგადაც სასამართლო მათთვის აღმკვეთი ღონისძიების საკითხს გადაწყვეტს.
არმაზ გრიგორიანი, იგივე „მაისა“ და მისი ძმა – გრიგორ გრიგორიანი სამართალდამცავებმა გუშინ, ისანსა და აეროპორტის გზატკეცილზე აიყვანეს.
გამოძიება მათ, წინასწარი ინფორმაციით, ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობას და თანხის გამოძალვას ედავება. არმაზ გრიგორიანი წარსულში ნასამართლევია.
დაკავებულის ახლობლების მტკიცებით, ის წლების განმავლობაში ახალაიას პირადი პატიმარი იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეცოპერაციის დეტალებზე განცხადების გაკეთებას დღეს აპირებს.