გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16 მარტს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი.
ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. 17 მარტს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს, ნალექი მოსალოდნელია მხოლოდ ცალკეულ რაიონში.
ჰაერის ტემპერატურა 16 მარტს +10, +15 გრადუსის ფარგლებში იქნება, ხოლო 17 მარტს დასავლეთ საქართველოში +14, +19 გრადუსამდე მოიმატებს.
ქ. თბილისში შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +14, +16 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.