https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მასშტაბური ავარია აშშ-ში

    გრენლანდია ეროვნული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის იმპერატიულია – დონალდ ტრამპი

    რუსეთმა კიევზე მასირებული შეტევა მიიტანა

    დონალდ ტრამპი „მშვიდობის საბჭოში“ მიწვევაზე ემანუელ მაკრონის უარზე – არავის უნდა ის, რადგან ძალიან მალე თანამდებობას დატოვებს

    ბულგარეთის პრეზიდენტი გადადგა

    რა აღმოაჩინეს გამომძიებლებმა ესპანეთში სარკინიგზო ავარიის ადგილას

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მასშტაბური ავარია აშშ-ში

    გრენლანდია ეროვნული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის იმპერატიულია – დონალდ ტრამპი

    რუსეთმა კიევზე მასირებული შეტევა მიიტანა

    დონალდ ტრამპი „მშვიდობის საბჭოში“ მიწვევაზე ემანუელ მაკრონის უარზე – არავის უნდა ის, რადგან ძალიან მალე თანამდებობას დატოვებს

    ბულგარეთის პრეზიდენტი გადადგა

    რა აღმოაჩინეს გამომძიებლებმა ესპანეთში სარკინიგზო ავარიის ადგილას

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

„ტვერის გამზირზე გავიარე, სადაც პროსტიტუტკების ბირჟა იყო…“

9:03; 18.03.2018
კულტურა
Share on FacebookShare on TwitterEmail

დღევანდელი წერილის მთავარი გმირი რუსეთში მოღვაწე ქართული ფესვების მქონე მსახიობი ოლეგ ბასილაშვილი იქნება. ბატონი ოლეგი უცხო ქვეყანაში ხანგრძლივი ცხოვრების მიუხედავად სამშობლოს არ ივიწყებს და საქართველოში დროდადრო გვსტუმრობს. ალბათ იმასაც გაიხსენებდით, რომ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში ბასილაშვილმა რუსული მხარის მოქმედებები საჯაროდ დაგმო. სამწუხაროდ რუსს ხელოვანთა შორის ის უმცირესობაში გახლდათ.

დღევანდელ წერილში ოლეგ ბასილაშვილი საკუთარი ბიოგრაფიიდან რამდენიმე საინტერესო შემთხვევას გაიხსენებს.

„ახლა რომ მოდაშია შეყვარებულებისთვის გულის დანთება და ამგვარად გამოტყდომა სიყვარულში, ასეთი რამ მე, ჯერ კიდევ შორეულ 1955 წელს, ოცი წლის ასაკში გავაკეთე და ლამის გაციმბირებად დამიჯდა…

მე, ჩემი მომავალი მეუღლე – ტანია დორონინა და მიშა კოზაკოვი ერთად ვსწავლობდით „მხატის“ თეატრალურ სკოლა-სტუდიაში, პაველ მოსალსკის ჯგუფში. ტანია ახლა 80 წელს მიღწეულია ლამაზი და ხომ წარმოგიდგენიათ, 20 წლისა როგორი იქნებოდა. ერთი სიტყვით, ყურებამდე შეყვარებული ვიყავი და ვცდილობდი, მისი ყურადღება მიმექცია, მაგრამ ამის გაკეთება ორიგინალურად მინდოდა. ბევრი ფიქრის შემდეგ, გონება გამინათდა და მოვიფიქრე…

იმ პერიოდში პაველ ვლადიმიროვიჩ მოსალსკი საკურსო სპექტაკლის, ჩეხოვის „ალუბლის ბაღს“ დგამდა, სადაც მთავარ როლებს ჩამი ტანია და მიშა კოზაკოვი ასრულებდნენ. მცირე როლი მეც შემხვდა. სპექტაკლში, ერთ მომენტში, სცენაზე შუქი ქრება რამდენიმე წამით და კვლავ ინთება. მე გადავწყვიტე, რომ სწორედ ამით მესარგებლა და ტანიასთვის ორიგინალურად ამეხსნა სიყვარული, თანაც გენერალური რეპეტიციის დროს, რომელიც სრული დეკორაციებითა და კოსტიუმებით ტარდებოდა. ამიტომ, რეპეტიციის დაწყებამდე, ფოლადის ერთ-ერთ დეკორაციას, რომელიც  შუა სცენაზე მთელი სპექტაკლის განმავლობაში იდგა, ბენზინიანი ჩვრით მივაწერე: „ტანია, მიყვარხარ! ოლეგი“. შუაში კი გული მივახატე. წარწერა, რა თქმა უნდა, არ ჩანდა. მთელი მარილი კი იმაში იყო, რომ როცა სცენა ჩაბნელდებოდა, მე ბენზინიანი წარწერისთვის ცეცხლი უნდა წამეკიდებინა და ეს ყველაფერი სცენაზე მყოფ ტანიას უნდა ენახა…

ბევრს არ გავაგრძელებ და შესაფერისი მომენტი რომ დადგა, ფოლადის დეკორაციაზე ცეცხლი ავაგიზგიზე. ამან კი ისე გაახურა ის, რომ მის ირგვლივ, აცეტონიანი საღებავებით მოხატულ სხვა დეკორაციებსაც ცეცხლი წაეკიდა, „მხატის“ მცირე სცენა ხანძარმა მოიცვა… ცეცხლი, მართალია, მალევე გაანეიტრალეს თეატრის მეხანძრეებმა, მაგრამ დეკორაციები ერთიანად დაიწვა. რა თქმა უნდა, რეპეტიცია ჩაიშალა. მე კი მავნებლობისთვის კომკავშირულ კრებაზე გამკიცხეს და სკოლა-სტუდიიდან გაგდებასაც მიპირებდნენ. თუმცა, გადავრჩი. საქმეში ჩემი მასწავლებელი, პაველ მოსალსკი ჩაერია. მან კრებაზე თქვა, რომ ეს იყო სიყვარულის ცეცხლი და თეატრი იმიტომ არ დაიწვა, ხოლო სპექტაკლს უდეკორაციოდ ვითამაშებთო. მართლაც, პრემიერა დეკორაციების გარეშე ვითამაშეთ. მისი დამთავრების მერე კი, ტანიას ხელი ვთხოვე და ის ცოლად გამომყვა.“

„ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ „კავკასიელი ტყვე ქალის“, „ბრილიანტის ხელის“ და სხვა საბჭოთა კინოშედევრის ავტორის, ლეონიდ გაიდაის პირველი ნაბიჯები კინოში წარუმატებელი იყო და ამას, ლეონიდ იოვიჩი მე მაბრალებდა.

1959 წელია. 25 წლის სიმპათიური ბიჭი ვარ და ლენინგრადის დიდ დრამატულ თეატრში, ნელ-ნელა ვიკიდებ ფეხს. ერთ დღეს, რეპეტიციის შემდეგ, გამხდარი, მაღალი, ცოცხალთვალება, სათვალიანი მამაკაცი საგრიმიოროში შემომეჭრა და მეუბნება:

– მე ლეონიდ გაიდაი ვარ, კინორეჟისორი. ვიღებ ფილმს გაქნილ თაღლითზე, რომელშიც მთავარი როლი უნდა შეასრულოთ. ზეგ „მოსფილმში“ საცდელი გადაღებები იწყება და დილის ცხრა საათზე გელოდებით. აი, სცენარი და გაეცანითო…

გაიდაი ისევე უეცრად გაქრა, როგორც გამოჩნდა. სცენარი წავიკითხე და მომეწონა. მე ფილმში, რომელსაც სამუშაო სახელწოდება „არამზადა“ ერქვა, არამზადის მთავარი როლი უნდა მეთამაშა. ერთ ეპიზოდში, მთავარი გმირი ქალის სამოსშია გამოწყობილი და თავის მორიგ მსხვერპლს „კერავს“, რომ შემდეგ დააძინოს და გაძარცვოს.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, თეატრის ხელმძღვანელობამ მოსკოვში ოთხი დღით გამიშვა საცდელ გადაღებებზე. „პრობები“ (საცდელი გადაღებები) წარმატებით მიმდინარეობდა. მესამე დღეს ქალად გადაცმული კაცის დუბლები უნდა გადაგვეღო და გაიდაიმ მითხრა:

– მნიშვნელოვანი სცენაა და აბა, შენ იცი, როგორ შეხვალ როლშიო.

გვიანი შემოდგომა იყო და ციოდა. მე, ჩვენი გრიმიორის მეშვეობით, ქალის ისეთი მაკიაჟი გავიკეთე და ისე „ნაშურად“ „ჩავიშმოტკე“, რომ ვერავინ მცნობდა. როლში რომ უფრო ღრმად შევსულიყავი, ტვერის გამზირზე გავიარე, სადაც პროსტიტუტკების ბირჟა იყო, თან უკანალს გამოცდილი ბოზივით მივიქნევდი. ძველებმა რომ ახალი დამინახეს, ამითვალწუნეს და ეს არც იყო გასაკვირი, რადგან კლიენტი კაცები ბუზებივით დამესივნენ. „ყოჩაღ, ოლეგ, სანიმუშოდ შეხვედი როლში, რადგან ყველას ბოზი ქალი ჰგონიხარ“, – სიხარულით გავიფიქრე ჩემთვის და ის-ის იყო ბოზების ბირჟა უნდა დამეტოვებინა, რომ მილიციამ „აბლავა“ მოაწყო და დანარჩენებთან ერთად, „ვორონკით“ მეც ლენინის რაიონის მილიციაში მიმიყვანეს. იქ კი მილიციელებმა მხოლოდ მაშინ დაიჯერეს, რომ კაცი ვიყავი, ქვედა საცვლები რომ გავიძრე და ჩემი მამაკაცური ღირსება გამოვაჩინე. ეს ისტორია იმით დასრულდა, რომ გაიდაის უხამსი ფილმის გადაღების მცდელობაში დასდეს ბრალი და „არამზადას“ გადაღებები გააუქმეს. ლეონიდ გაიდაიმ კი მითხრა:

– ე, ოლეგ, ოლეგ, რომ არა შენი ბოზქალური მიდრეკილებები, გადაღებას არ ამიკრძალავდნენ. ყველაფერს ვფიცავ, შენ ჩემს ფილმში ბუჩქის როლსაც კი არასდროს გათამაშებო.

ასე დასრულდა ჩემი და ლეონიდ გაიდაის თანამშრომლობა. თუმცა, მეგობრებად მთელი ცხოვრება დავრჩით“.

„გასული საუკუნის სამოციან წლებში, მაშინ ჯერ კიდევ უცნობი კინორეჟისორი, ედმონდ კეოსაიანი კარიბის ზღვაში, კუბის ნაპირებთან სათავგადასავლო ფილმის სინჯებს იღებდა. მე და იმ დროს უკვე ცნობილი საბჭოთა კინოვარსკვლავი, სერგეი ფილიპოვი ვიყავით მიწვეულები. სინჯებში იყო ასეთი სცენა: მე არყით სავსე ბოთლებს ერთ-ერთ მატროსს ვესროდი, რომელიც მათ იცილებდა, ბოთლები წყალში ცვიოდა და რა თქმა უნდა, იკარგებოდა. გადაღებისთვის სამი ყუთი არაყი (60 ბოთლი) გვქონდა მომარაგებული. ფილიპოვი, როგორც ცნობილია, არყის დიდი მოყვარული გახლდათ. ამიტომ, ის კეოსაიანთან მოვიდა და შესთავაზა, რომ არყით სავსე ბოთლები წყლით აევსოთ და ამის მერე გადაეღოთ ეს სცენა, ხოლო არაყი, დიდ ჭურჭელში გადაესხათ. კეოსაიანმა სასტიკი უარი სტკიცა და მაშინ, ფილიპოვი ჩემთან მოვიდა. მთხოვა:

– ოლეჟკა, ბოთლების სროლას რომ დაიწყებ, ეცადე, გემბანს არ მოარტყა და რომ არ გატყდეს, პირდაპირ წყალში გადაუძახეო.

მე გამეცინა და ვკითხე:

– რაში გჭირდებათ ეს? ბოთლები ხომ მაინც უნდა დაიკარგოს და არაყი ზღვაში ჩაიძირება თუ გემბანზე დაიღვრება, თქვენთვის რა მნიშვნელობა აქვს-მეთქი.

– გული მიკვდება, როცა ვხედავ, როგორ იღვრება ეს კეთილშობილი სითხე ტყუილად, – მიპასუხა სერგეი ნიკოლაევიჩმა და ასეთი არგუმენტებული პასუხის შემდეგ, უფლება არ მქონდა, რომ არაყი გემბანზე დამექცია…

სინჯები საკმაოდ წარმატებულად გადავიღეთ. სულ სამ დუბლში ჩავეტიე და მხოლოდ ორი ყუთი არაყი დავხარჯე. თუმცა, კინაღამ დიდი ტრაგედია დატრიალდა. მესამე დუბლი რომ დასრულდა, ჩვენმა ბოცმანმა ღრიალი ატეხა: კაცია ბორტს იქით, კაცია ბორტს იქითო… ის კაცი კი არყის დიდი ტრფიალი, კინოვარსკვლავი სერგეი ფილიპოვი აღმოჩნდა, რომელიც, როგორც მერე გაირკვა, უკვე მესამე გზას აკეთებდა და ზვიგენებით სავსე ზღვიდან წყალში გადაყრილ არყის ბოთლებს გემზე ეზიდებოდა. ზვიგენები კი მას წრეს უვლიდნენ და ალბათ, შოკირებულები იყვნენ სერგეი ნიკოლაევიჩის გაუგონარი თავხედობით… რადგან ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა, კეოსაიანმა ფილიპოვს მესამე არყით სავსე ყუთიც უფეშქაშა და  ამით სერგეი ნიკოლაევიჩი უზომოდ გააბედნიერა“.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

კულტურა

იტალიელი დიზაინერი ვალენტინო გარავანი გარდაიცვალა

21:35; 19 იანვარი, 2026
კულტურა

ტიმოთი შალამემ უკრაინელები აღაშფოთა

17:32; 16 იანვარი, 2026
კულტურა

მშობლიურ ოზურგეთს ავსტრიიდან ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოსი ეწვია

11:22; 15 იანვარი, 2026
კულტურა

“უიღბლო” მსახიობები   

11:09; 11 იანვარი, 2026
კულტურა

ყველაზე პოპულარული საახალწლო – საშობაო ფილმები

09:49; 2 იანვარი, 2026

გურიაში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის გადაჭრის გზები განიხილეს (R)

შემთხვევა კახეთში

ყველა სიახლე

საზოგადოება

ქართული კომპანიების Orbi Group-ისა და Block Group-ის ხელმძღვანელები  თეთრ სახლში საშობაო წვეულებას დაესწრნენ

0:29; 21.01.2026
საზოგადოება

დაკვამლიანება მეტროში – მატარებელი ხაზიდან მოხსნეს

22:53; 20.01.2026
საზოგადოება

“თორნიკეს მასწავლებლებს თვალზე ცრემლი არ უშრებათ”_ ჭანჭათის სკოლა

22:49; 20.01.2026
პოლიტიკა

დაუთი: მოვუწოდებთ საქართველოს ხელმძღვანელობას დააბრუნოს ქვეყანა დემოკრატიულ გზაზე

22:44; 20.01.2026
საზოგადოება

ხანძრის დროს სახლი დაიწვა

22:34; 20.01.2026
საზოგადოება

“იზღუდება ყველა სახის საგზაო მოძრაობა”- რა ვითარებაა გუდაური-კობის მონაკვეთზე

20:47; 20.01.2026
პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი: ჩვენი მოლოდინია, რომ ფასების შემცირება პროცესის განმავლობაშიც დაიწყება

17:39; 20.01.2026
პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: მთავარი ამოცანაა პროდუქტებზე ფასების იმგვარი რეგულირება, რომელიც მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომობას გაზრდის

17:33; 20.01.2026
პოლიტიკა

“საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება”- მერია მძღოლებს აფრთხილებს

17:26; 20.01.2026
პოლიტიკა

სამთავრობო საკოორდინაციო კომისია, სასურსათო პროდუქციასა და მედიკამენტებთან ერთად, საწვავის ფასებთან დაკავშირებითაც იმუშავებს

16:41; 20.01.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

16:34; 20.01.2026
პოლიტიკა

შეწყალებულმა პატიმრებმა ციხეები დატოვეს

16:25; 20.01.2026
საზოგადოება

ყავაში მოხალული ბარდის გამოყენება და რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა

16:18; 20.01.2026
საზოგადოება

ავტომობილი ქვეითს დაეჯახა

15:53; 20.01.2026
ფინანსები

ფულადი გზავნილის წინასაახალწლო კამპანიის გამარჯვებული გამოვლინდა

15:48; 20.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026
0

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო