ბოლო მონაცემებით, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ პუტინმა ხმების 76,66 % მიიღო. რუსული მედიის ცნობით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბიულეტენების 99,75% უკვე დაამუშავა.
მეორე ადგილზეა პაველ გრუდინინი, რომელსაც ამომრჩევლების 11,80%-მა დაუჭირა მხარი. მესამე ადგილს 5,67 %-ით ვლადიმერ ჟირინოვსკი იკავებს. ქსენია სობჩამა კი ხმების 1,67 % მიიღო.
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები გუშინ ჩატარდა. ამომრჩევლების აქტივობამ 67 % შეადგინა.
არჩევნებზე დაშვებული კანდიდატებიდან სახელმწიფოს მთავარი თანამდებობისთვის სულ 8 კანდიდატი იბრძოდა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტის პოსტისთვის გარდა სახელმწიფოს მეთაურის ვლადიმერ პუტინისა იბრძვიან, რუსეთის კომუნისტური პარტიის კანდიდატი პაველ გრუდინინი, ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკი, “იაბლოკოს” დამფუძნებელი გრიგორი იავლინსკი, “სამოქალაქო ინიციტივის” კანდიდატი ქსენია სობჩაკი, ზრდის პარტიის ლიდერი ბორის ტიტოვი, “რუსეთის კომუნისტების” ხელმძღვანელი მაქსიმ სურაიკინი და “რუსეთის საერთო სახალხო კავშირის” კანდიდატი” სერგეი ბაბურინი.
არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცეს ალექსეი ნავალნის, ვლადიმერ პუტინის ყველაზე ხმაურიან ოპონენტს.