“დღის შოუში“ “ქალები, რომლებსაც ასაკი არ ეტყობათ” თემაზე საუბრისას მსახიობმა ია ფარულავამ საკუთარი გარეგნობისა და უშვილობის შესახებ ისაუბრა.
“ქალმა გადავაბიჯე 50 წელს. 50 წლის ქალმა შვილი როგორ უნდა გააჩინოს, თუ 20-30 წლის ასაკში ვერ გააჩინა? ვიღაცას ხომ უნდა ჰქონდეს კულტურა, რომ აღარ დამიწეროს, შენი გენის გაგრძელება არის საჭიროო. მე არ ვაპირებ, რომ გავაპიარო უშვილობის თემა და ვთქვა, ქალებო, შვილები არ გააჩინოთ! მე ვარ განსაკუთრებული შემთხვევა, მე ვარ ვარსკვლავი და მე ცოტა სხვანაირად უნდა შემომხედოთ. ყველა ვერ იქნება ია ფარულავა. არ ვარ უშვილო ჩემი გადაწყვეტილებით. ეს ღმერთმა ასე ინება. არ მიყვარს ამ თემის ჯიჯგვნა. შვილი რატომ არ ავიყვანე და ასე შემდეგ. არ მინდა, ბატონო, არც აყვანილი, არც არავის კვერცხუჯრედში გაჩენილი და არც არავის საშოში ჩადებული ბავშვი, არ მინდა!” – განაცხადა მსახიობმა.