დღეს, საქართველოს ქალთა მესამე ეროვნული ჩემპიონატი, გასული პირველობის მესამეადგილოსანმა ,,ლანჩხუთმა”, ვიცეჩემპიონ ,,თბილისთან” საშინაო მატჩით გახსნა და ახალი სეზონზე პირველი გამარჯვებითაც გაიხარა.
პირველი გოლი გასული სეზონის ვიცეჩემპიონთა კარში ჩვენებურმა ია ალელიშვილმა შეხვედრის მეჩვიდმეტე წუთზე შეაგდო. მეორედ ირინა ხაბურზანიამ იხეირა და თამაშის 39-ე წუთზე სტუმართა კარში გულშემატკივარმა მორიგი გოლი იხილა.
აღსანიშნავია, რომ ლანჩხუთელი გოგონები ახალ სეზონს ახალი ლოგოთი, ახალი ფორმით, იგივე სამწვრთნელო შტაბით და გაძლიერებული შემადგენლობით შეხვდა. გუნდმა ვარჯიშები ჯერ კიდევ თებერვალში დაიწყო, ხოლო მარტის დასაწყისიდან ინტენსიურ მომზადებაზე გადავიდა.