“ქართული ოცნების” წევრი ზვიად კვაჭანტირაძე დაუნის სინდრომით დაავადებულთა მსოფლიო დღეს პოსტს უძღვნის.
“დღეს, “47-ელების, იგივე “მზის შვილების” მსოფლიო დღეა”. მე ასე დავარქმევდი ამ დღეს, “დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს”…. ჩემთვის ყოველთვის მიუღებელი იყო წარწერები “ყრუ-მუნჯ ბავშვთა სკოლა-ინტერნატი” და ა.შ., მაშინ, როდესაც ასეთ სკოლას შეიძლება ეწოდოს “ერთობა” ან, ვთქვათ “გვირილა”… ზოგადად, ყველა ხვდებით, რასაც ვგულისხმობ…
მოკლედ, ჩემო მეგობრებო, დღეს “47-ელების”, იგივე “მზის შვილების” მსოფლიო დღეს შემოვდივარ ინიციატივით, რომ ყველგან, სადაც კი ეს შესაძლებელია, თუნდაც ტექნიკურ სამსახურებში დავასაქმოთ ერთი-ორი მაინც ჩვენი “მზის შვილების” წარმომადგენელი, მათი შესაძლებლობების გათვალისწინებით, რა თქმა უნდა… მერწმუნეთ – ეს შესაძლებელია და ამის გამოცდილება მსოფლიოში არსებობს!!!!!!! მათზე უფრო უბოროტოები და კეთილები, თბილები, ალალები მე არავინ შემხვედრია.
ყველამ შევუწყოთ ხელი “მზის შვილების” დასაქმებას იქ, სადაც ჩვენ თავად ვმუშაობთ! აქედან დავიწყოთ!