„კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, 28 მარტს დაგეგმილი სპექტაკლი „მოხუცი ჯამბაზები“ მოხსნილია!
ბატონ კახის ვუსურვებთ მალე გამოჯანმრთელებას და სცენაზე, საყვარელ მაყურებელთან დაბრუნებას.
ბილეთების დაბრუნება შეგიძლიათ 31 მარტამდე, რუსთაველის თეატრის სალაროში.
რაც შეეხება Biletebi.ge-ს მომხმარებლებს, გადახდილი თანხა ავტომატურად დაგიბრუნდებათ ანგარიშზე“,_წერია განცხადებაში, რომელიც რუსთაველის თეატრმა რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა.
როგორც „გურია ნიუსს“ რუსთაველის თეატრში განუცხადეს, მსახიობი თავს კარგად გრძნობს, თუმცა, სპექტაკლი მოიხსნა რადგან კახა კავსაძე ამერიკაში იმყოფება.
„მსახიობი თავს კარგად გრძნობს, მაგრამ სპექტაკლი მოვხსენით, რადგან ის ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. ახალი ნამკურნალევია. ჯერ ფრენაც არ შეიძლება მისთვის და თავი შევიკავეთ, რომ შემდგომში ყველაფერი კარგად წარიმართოს“,_ამბობენ რუსთაველის თეატრში.