წუხელ, გვიან ღამით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოლობარგში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შემთხვევას შუა ხნის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი სოფელ ჭანჭათიდანაა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა “გურია ნიუსთან” განაცხადა, შემთხვევის შედეგად აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.