იუსტიციის უმაღლესი საბჭო უვადოდ გამწესების მსურველ კანდიდატებს კენჭს უყრის. საბჭო შვიდი მოსამართლის გამწესებაზე იმსჯელებს, რომელთაც პირველ მაისს სამწლიანი უფლებამოსილების ვადა ეწურებათ.
მოსამართლეებად უვადოდ გამწესების კანდიდატები არიან: გოგუაძე ელენე – თბილისის საქალაქო სასამართლო, სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია; გულუაშვილი მერი – თბილისის საქალაქო სასამართლო, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია; კაკაბაძე ხათუნა – თბილისის საქალაქო სასამართლო, სამოქალაქო საქმეთა კოლეგია; კოპალიანი ირაკლი – თბილისის საქალაქო სასამართლო, სამოქალაქო საქმეთა კოლეგია; მეშველიანი თამარ – თბილისის საქალაქო სასამართლო, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია; ფარქოსაძე დიანა – თბილისის საქალაქო სასამართლო, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია; ქოქიაშვილი მაია – თბილისის საქალაქო სასამართლო, სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია.
კენჭისყრა ამ მოსამართლეების უვადოდ გამწესების მიზნით 10 საათზე გაიმართება.