ევროკავშირმა რუსეთიდან ელჩი გაიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, რუსეთიდან ელჩის გაწვევა დიდ ბრიტანეთში ნერვული აგენტით მომხდარ თავდასხმას უკავშირდება.
რუსეთი ყოფილ ჯაშუშსა და მის ქალიშვილზე თავდასხმას უარყოფს.
როგორც ევროკავშირში აცხადებენ, ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვიეს.