“გურია ნიუსის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც 3 წლისა და 4 თვის მარიამის შესახებ მომზადდა და სადაც საუბარია იმაზე, რომ პატარა გოგონას გადასარჩენად სულ 10 დღე გვაქვს, ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი გამოეხმაურა.
ნანუკამ პატარა მარიამ 500 ლარი გადაურიცხა.
მარიამის დასახმარებლად 3000 ლარს რიცხავს ჩოხატაურისა და ლანჩხუთის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანი. პატარა გოგონას უკვე დაეხმარა ჩვენი ერული მკითხველი გია ცეცხლაძე.
მარიამის დასახმარებლად 500 ლარს გადარიცხავს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია, სადაც პატარა გოგონა ცხოვრობს. სამტრედიის მერის, ვალერი ფოცხვერიას თქმით, ეს თანხა ბიუჯეტის შესაბამისი პროგრამიდან გადაირიცხება.
მარიამის დასახმარებლად თანხები შეგროვდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიაში.
შეგახსენებთ, რომ მარიამს მძიმე დიაგნოზი აქვს, მაგრამ დროულად გაკეთებული ოპერაციამარიამის სიცოცხლეს იხსნის, რომელიც მას აჯიბადემის საავადმყოფოში, სტამბულში უნდა გაუკეთდეს.
თურქმა ექიმებმა მარიამს სპეციალური ფასდაკლება გაუკეთეს, მაგრამ დრო გადის და მარიამის ოჯახისთვის 25 000 დოლარის შოვნა მიუღწეველია!
სულ ათი დღე გვაქვს, რომ ყველამ ერთად, არ დავიზაროთ და თუნდაც თითო ლარი გადავრიცხოთ მარიამის ანგარიშზე და გადავარჩინოთ!
სალარე ანგარიში: “საქართველოს ბანკი”, ბანკის კოდი: BAGAGE22;მიმღების ანგარიშის ნომერი: GE98BG0000000323288600;
თიბისი ბანკი, ბანკის კოდი:TBCBGE22;მიმღების ანგარიში:GE08TB7649145061100003,
მიმღების დასახელება: გეგუჩაძე გალაქტიონ (მარიამი).






























































