პატიმრებმა, ვენესუელას ქალაქ ვალენსიაში, ლეიბებს ცეცხლი წაუკიდეს, რის შედეგადაც ციხეში ხანძარი გაჩნდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ხანძრის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შედეგად, ციხესთან პატიმრების ნათესავები მივიდნენ, მათ დასაშლელად კი პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
მაუწყებლის ინფორმაციით, ციხეში მომხდარი ამბოხების შედეგად 68 ადამიანი დაიღუპა.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.