წუხელ, მთელი ღამე აქრობდნენ ძლიერ ხანძარს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტში.
როგორც გვითხრეს, ცეცხლი ერთ-ერთი ოჯახის დამხარე ნაგებობაში გაჩნდა, რომელიც ძლიერი ქარის გამო გავრცელდა.
დამწვარია ზიაბეგ ჭახაძის და ტარიელ ჭახაძის სახლები. განადგურებულია მათ ეზოებში არსებული დამხმარე ნაგებობები.
დაიწვა 13 სული სული პირუტყვი.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის ირაკლი კუჭავას თქმით, რომ არა სახანძრო-სამაშველო სამსახურის დროულად მისვლა, ხანძარი უფრო მეტ მასშტაბებს შეიძენდა.
რაც შეეხება ხანძრის გამომწვევ მიზეზს, არსებული ინფორმაციით, იგი ელექტორგაყვანილობამ გამოიწვია, რომელიც დაზიანებული იყო. თუმცა, დეტალებს გამოძიება დაადგენს.