ჰოლანდიაში მდებარეობს პატარა სოფელი გიტჰორნი, რომელიც ყველა სხვა სოფლიდან იმით განსხვავდება, რომ აქ არ გადაადგილდებიან არც მანქანით და არც ავტობუსით.
რამდენადაც გასაკვირი უნდა იყოს, ამ სოფელში გადაადგილება მხოლოდ ნავებითა შესაძლებელი. ამიტომ ამ ადგილს ჰოლანდიის ვენეციას ეძახიან.
ამ პატარა სოფლის ისტორია იწყება 1230 წლიდან როდესაც სამხრეთიდან გამოხიზნულმა ლტოლვილებმა იპოვეს ეს ადგილი. ერთადერთი რაც მათ იქ დახვდათ იყო დიდი ოდენობით თხის რქები რომლებიც მდინარეს გამოერიყა.
სახლები, ძირითადად, განლაგებულია პატარა კუნძულებზე და ერთმანეთთან ხიდებით არის დაკავშირებული.