ყოფილი რუსი ჯაშუშის სერგეი სკრიპალის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია, თუმცა, მისი ქალიშვილის გამოჯანმრთელების პროცესი სწრაფად მიმდინარეობს. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
პოლიციას სჯერა, რომ ის და მისი ქალიშვილი ნერვული აგენტით საკუთარი სახლის წინ მოწამლეს.
მაუწყებლის ინფორმაციით, რუსეთი დიდ ბრიტანეთს საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაში ადანაშაულებს, რადგან ბრიტანეთი რუსეთს იულია სკრიპალის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას არ აწვდის.
შეგახსენებთ, რომ სკრიპალები მოწამლულ მდგომარეობაში სალისბურში, სავაჭრო ცენტრთან აღმოაჩინეს.
ბრიტანეთი მკვლელობის მცდელობაში რუსეთს ადანაშაულებს, მოსკოვი კი დიდ ბრიტანეთს ანტირუსული ისტერიის გამწვავებაში სდებს ბრალს.