თურქეთის ხელისუფლებამ სასულიერო პირ ფეთჰულა გიულენის და კიდევ 7 პირის დაკავების ბრძანება გასცა. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, მათ 2016 წელს რუსი დესპანის, ანდრეი კარლოვის მკვლელობაში ადანაშაულებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთის ხელისუფლებამ გიულენის და მის გარდა კიდევ 7 ადამიანის დაკავების ბრძანება, ქვეყანაში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ჩასვლამდე 1 დღით ადრე გასცა.
როგორც ცნობილია, სასულიერო პირი ბრალდებას უარყოფს.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის ხელისუფლება ფეთჰულა გიულენს და მის მხარდამჭერებს 2016 წელს მომხდარ სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს.