კუნძულ ფიჯიზე ტროპიკული ციკლონის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას THE WASHINGTONPOST ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა, სახლების, ბიზნესდაწესებულებების და ტრანსპორტის დაზიანება გამოიწვია.
1000-ზე მეტი ადამიანი ევაკუაციის ცენტრებში რჩება.
ფიჯის ლიდერის თქმით, ერი ექსტრემალური ამინდის ახალ საშიშ ერაში შევიდა.
ფიჯის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, კლიმატის ცვლილება უფრო ხშირად გამოიწვევს ექსტრემალურ ამინდს.