იტალიის ქალაქ ბარიში ქართველების კუთვნილი ფულადი გზავნილების ოფისი ქართველებმა დააყაჩაღეს. შემთხვევა პირველ აპრილს მოროს მოედანზე, ადგილობრივი დროით 17:30 საათზე მოხდა.
„ინტელ ექქსპრესის“ მესაკუთრის თქმით, ფულადი გზავნილების ოფისს შეუნიღბავი პირები, ქართველები დაესხნენ თავს.
როგორც მან აღნიშნა, შემთხვევის ადგილზე, ოფისის თანამშრომლებმა თავდამსხმელებს წინააღმდეგობა გაუწიეს, თუმცა ორმა თავდამსხმელმა რამდენიმე ასეული ევროს გატაცება მაინც მოახერხა. კომპანიის თანამშრომლებმა თავდამხსმელის ვინაობის ამოცნობა მოახერხეს.