,,ქართული ოცნების“ წევრმა ზაზა პაპუაშვილმა ,,გურია ნიუსს“ დაუდასტურა, რომ არ გამორიცხავს პარტიის დატოვებას. მმართველი გუნდის წევრი პარტიიდან გედევან ფოფხაძის წასვლასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, ფოფხაძის ადგილზე იმავე გადაწყვეტილებას მიიღებდა.
,,ყველას ვურჩევ, რომ თავი დაანებონ ჩემ მაგივრად განცხადებების გაკეთებას და გადაწყვეტილების მიღებას, მაგრამ, ჯერჯერობით, ჩემი მხრიდან დღის წესრიგში არ დგას პარტიის დატოვების გადაწყვეტილება, მაგრამ არც შეიძლება, რომ გამოვრიცხო.
დღევანდელ სესიაზე არ ვყოფილვარ საპატიო მიზეზის გამო, მაგრამ საქმის კურსში ვარ. გედისნაირი ადამიანი, ფიგურა, ვფიქრობ, ნებისმიერ პარლამენტს დაამშვენებდა. მისი გადაწყვეტილება საგანგაშოც უნდა იყოს. არ ვიცი უმრავლესობამ გედის დაკარგვის ხარჯზე რა შეიძინა. გედის წამოსვლა, ვფიქრობ, ბევრ რამეს დააკლდება. მის ადგილზე იმავე გადაწყვეტილებას მივიღებდი“, _ განაცხადა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, მმართველი გუნის წევრმა გედევან ფოფხაძემ პარტიიდან წამოსვლის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ,,ევროპული საქართველოს“ მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეოურვეო საბჭოს წევრად წარდგენილ კანდიდატს ნინია კაკაბაძეს მმართველი გუნდის ნაწილმა მხარი დაუჭირა.