სააღდგომოდ წითელი კვერცხების მოსართავად სხვადასხვა გამოსახულებებს, მათ შორის ხატებსაც იყენებენ. ამის შესახებ “ამბიონში” დეკანოზი ლევან ფიროსმანაშვილი წერს. დეკანოზი მორწმუნეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებისგან, რადგან ეს ხატს შეურაცხყოფს.
: “მორწმუნეთა საყურადღებოდ! სამწუხაროდ, დღეს ყველაფერი ბიზნესინტერესს ექვემდებარება. თვით რელიგიური გამოსახულებანიც.
სააღდგომოდ წითელი კვერცხების მოსართავად გავრცელებულია შემოსაკრავი ხატები. თითქოს ამაში ცუდი რა უნდა იყოს, პირიქით კარგიც. სამწუხაროდ, რეალური სუარათი ასეთია: სააღდგომო მილოცვის მერე გატეხილი კვერცხის შემონაფცქვენი პირდაპირ ნაგავში ხვდება!!! ნურავინ იტყვის რომ ასე არაა. მაქსიმუმ მხოლოდ 1% თუ ინახავს. თავად მე იმდენი მინახავს სანაგვეზე რომ სული შემძვრია. ვიღაც მავნებლის-ვერცხლისმოყვარის იდეას თანდევს ხატების მასობრივი შეურაცყოფა. ეს საგანგაშო რეალობაა. ამიტომ კატეგორიული თხოვნა სააღდგომო კვერცხების მოსართავად ხატებს ნუ გამოიყენებთ. და თუ უკვე მოხდა, შემოხსენით და საპატიოდ ხატად შეამკეთ: ქვაზე-კენჭზე, ხის კვერცხზე ან რაიმეზე შემოკვრით. სხვა მხრივ კი ხატმებრძოლთა ერესის მეკვლეობაა. სწორედ მათ განუზომლად დიდი რაოდენების ხატები შემუსრეს. ეს კვალი ატყვია ივერიისად წოდებულ ღმრთისმშობლის ხატს. არადა მარხვის პირველ კვირას სწორედ მართლმადიდებლობის ზეიმს აღვნიშნავდით, რომელიც ხატთაყვანისცემას შეგვახსენებს.
სამწუხაროდ, ეს ტენდეცია საბერძნეთსა და რუსეთში უნდა ვეძიოთ. საბერძნეთში საერთოდ შემზარავი სურათია, სასტუმროში ფარდები, ფარდაგები თეფშები და თვით სააბაზანო პირსახოცებზე გვხვდება. ეს კი მკრეხელობაა. მეექვსე მსოფლიო კრებამ ტაძრის იატაკებზე ჯვრის და ნებისმიერი ჯვროვანი ნახატის გამოსახვა აკრძალა, რომ ჯვარი არ შეურაცყოფილიყო. ახლა კი საერთოდ არნახული ქმედებაა!!! ხატ-ჯვართ ყველაფერზე გამოსახვა არამართებულია. “ბრელოკი”, საფულე, სვირინგი, არადეკორატიული თეფში, მაისური თუ სხვადასხვაზე. ამით პატივი და კრძალვა იკარგება!
მეექვსე მსოფლიო კრებამ ტაძრის იატაკებზე ჯვრის და ნებისმიერი ჯვროვანი ნახატის გამოსახვა აკრძალა, რომ ჯვარი არ შეურაცხყოფილიყო”.