თბილისის მერია 30 მსუბუქ ჰიბრიდულ ავტომანქანას “ჰიუნდაი ავტო საქართველოსგან” შეიძენს. ამ დროისთვის ტენდერში მონაწილე კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების პროცესია.
ავტომობილები თეთრი ფერის და 2018 წელს გამოშვებული, ასევე ექსპლუატაციაში არმყოფი უნდა იყოს. 30 ავტომობილისთვის “ჰიუნდაი საქართველო” თბილისის ბიუჯეტიდან 1 578 270 ლარს მიიღებს.
ჰიბრიდულ ავტომანქანასს მერიასთან ერთად, პარლამენტიც ყიდულობს. პარლამენტის აპარატს ტენდერი სედანის ტიპის ჰიბრიდული ავტომობილის შესყიდვაზე აქვს გამოცხადებული.
ავტომობილი 2018 წლის უნდა იყოს, რომელსაც სალონი შავი უნდა ჰქონდეს, მაგრამ თავად ვერცხლისფერი უნდა იყოს. ტენდერში ორი კომპანია მონაწილეობს – „ტოიოტა ცენტრი ტეგეტა“ და „ჰიუნდაი ავტო საქართველო.“
მათგან ყველაზე დაბალი ფასი – 49 615 ლარი ჰიუნდაის აქვს დაფიქსირებული. შესაბამისად თუ სატენდერო კომისიამ რაიმე ტექნიკური ხარვეზი არ დაადგინა, მერიასთან ერთად პარლამენტსაც ავტომობილს, ჰიუნდაი მიჰყიდის.
ცნობისთვის, 2 თებერვალს გამართულ მთავრობის სხდომაზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ დროა, საქართველოში შავი „ჯიპების“ ეპოქა დასრულდეს.
ამავე თემაზე: ,,ეს შეურაცხყოფაც აღარ არის, უარესია“_ თეთრი ჯიპების ეპოქა იწყება