საქართველოს პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2017 წლის საქმიანობის ანგარიშს უსმენენ. პარლამენტარებს ანგარიშს აცნობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე გრიგოლ ლილუაშვილი.
როგორც გრიგოლ ლილუაშვილმა განაცხადა, ოკუპირებულ ტერიტორიების მზარდი მილიტარიზაცია და ინტენსიური წვრთნები წარმოადგენს იმ მასშტაბს საფრთხეს, რომელიც აზიანებს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონის უსაფრთხოებას.
,,ოკუპირებულ ტერიტორიებზე დიდი რაოდენობით მობილიზებული რუსული სამხედრო კონტიგენტი, ოკუპირებული ტერიტორიების მზარდი მილიტარიზაცია და ინტენსიური წვრთნები წარმოადგენს იმ მასშტაბის საფრთხეს, რომელიც აზიანებს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონის უსაფრთხოებას. 2017 წელს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო დისლოცირებული რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის მე-7 და მე-4 სამხედრო ბაზების ქვედანაყოფებმა განახორციელეს 100-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის სამხედრო სწავლება. საოკუპაციო ძალები და დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ღიად ახორციელებენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მიზანმიმართულ დისკრიმინაციას, რაც თავისუფალი გადაადგილებისა და მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობის შეზღუდვაში, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებასა და მათი გათავისუფლებისათვის დაკისრებული გაზრდილი ჯარიმების გადახდის იძულებაში გამოიხატება“, _ განაცხადა ლილუაშვილმა.