ავსტრიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს.
REGIONEWS.at-ს ცნობით, დაკავებულები 26 და 27 წლის ახალგაზრდები არიან. ისინი სამართალდამცველებმა ქალაქ ლინცში აიყვანეს.
მედიისვე ინფორმაციით, მათ გამოძიება ავსტრიის სამ ქალაქში ქურდობის 11 შემთხვევას ედავება.
საქართველოს მოქალაქეები ძირითადად ტანსაცმლისა და ელექტროტექნიკის მაღაზიებს ქურდავდნენ.
მოპარული ნივთების ღირებულება საერთო ჯამში 3 000-ს ევროს აღწევს. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები ყალბი გერმანული სანომრე ნიშნის მქონე ავტომანქანებით გადაადგილდებოდნენ. სამართალდამცველებმა დაკავებულები წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.