რამდენიმე წუთის წინ, ზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხემლისხიდში “ლიბერთი ბანკის” ფეი ექსპრესი დააყაჩაღეს. შემთხვევა სოფლის ცენტრში, პენსიის დარიგების დროს მოხდა.
ფეი ექსპრესი ცენტრი სოფლის ადმინისტრაციულ შენობაშია განთავსებული.
როგორც გვითხრეს დამნაშავეებმა ცეცხლასროლის იარაღის მუქარით მოლარეს თანხა წაართვეს, შემდეგ კი იქვე მყოფ ერთ-ერთ მოქალაქეს ავტომობილი გამოსტაცეს და ტეროტორია დატოვეს.
ჯერჯერობით უცნობია რა რაოდენობის თანხა წაიღეს დამნაშავეებმა.
ადგილზე ამ წუთებში პოლიციაა მობილიზებული და მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილია.