“გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი და ამერიკის შეერთებული შტატები მოქმედებდნენ, რომ შეაჩერონ მომავალში ქიმიური იარაღის გამოყენება სირიის რეჟიმის მიერ, რომელიც პასუხისმგებელია კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულზე”, _ აღნიშნული განცხადება THE GUARDIAN-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა გაეროში, ნიკი ჰეილიმ გააკეთა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებლი შტატები სირიის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების დაბლოკვას ეცდება მომავალში.
“დარწმუნებულები ვართ, რომ სირიის ქიმიური ნივთიერების პროგრამას მივაგენით და თუ სირიის რეჟიმი კვლავ გამოიყნებს მომწამლავ გაზს, ამერიკის შეერთებული შტატები ჩაკეტავს მას.
“მზად ვართ გავახორციელოთ ეს ზეწოლა, თუ სირიის რეჟიმი ისე სულელია, რომ ჩვენი ნების გამოცდას გადაწყვეტს”,_განაცხადა ჰეილიმ.
შეგასენებთ, რომ 7 აპრილს, სირიაში, სავარაუდოდ ქიმიური თავდასხმა გახორციელდა, რის საპასუხოდაც, გუშინ ღამით ამერიკის შეერთებულმა, შტატებმა, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა სირიის ქალაქ დამასკოზე მიიტანეს იერიში.
როგორც რუსეთი აცხადებს, სირიის საჰაერო თავდაცვამ 103 რაკეტიდან 71-ის ჩამოგდება შეძლო.