ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვარში მცხოვრებმა 55 წლის ბ.ბ. თვითმკვლელობა სცადა.
როგორც იქ მცხოვრებლებმა “გურია ნიუსს“ უთხრეს, მამაკაცს მძიმე ფსიქოლოგიური სტრესი ჰქონია _ ოჯახის ახლობელი, 26 წლის ახალგაზრდა, რომელიც მასთან ოჯახში იზრდებოდა ლეიკემიით გარდაიცვალა. ასევე, წლების წინ შეესწრო ახალგაზრდა დის სიკვდილს.
მამაკაცი მხარშია დაჭრილი, მან თვითმკვლელობის მიზნით თოფი ისროლა და თვითდაზიანება მიიყენა. ის გადაყვანილია ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში.
შსს პრესსმასახურში განმარტავენ, რომ გამოძიება მიმდინარეობს სსკ 115 მუხლით, რაც თვითმკველობამდე მიყვანას გულისხმობს. პრესსამსახურის ინფორმაციით, მას ჩაუტარდა ოპერაცია და ამ ეტაპზე მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.