„თუ ასეთი ქმედებები, რომელიც ხორციელდება გაეროს ქარტიის დარღვევით კვლავ გაგრძელდება, აუცილებლად გამოიწვევს ქაოსს საერთაშორისო ურთიერთობებში“_აღნიშნული განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა ირანელ კოლეგასთან სატელეფონო საუბრის დროს გააკეთა.
RT-ს ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა და ჰასან როუჰანმა სირიაში შექმნილი ვითარება მიმოიხილეს და ამერიკის შეერთებული შტატების, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის მიერ სირიის სამხედრო ინფრასქტრუქტურაზე მიტანილი იერიში დაგმეს.
პრეზიდენტებმა დასავლეთის ქვეყნების სამხედრო ქმედებას უკანონო და სირიის სამშვიდობო პროცესისთვის საზიანო უწოდეს.
შეგახსენებთ, რომ 7 აპრილს სირიაში სავარაუდოდ ქიმიური თავდასხმა გახორციელდა, რის საპასუხოდაც, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა დამასკოზე მიიტანეს იერიში.