საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ თბილისში, კახეთში, მცხეთასა და აჭარაში, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება – გასაღების ხუთი ფაქტი გამოავლინა. დაკავებულია ხუთი კომპანიის ხელმძღვანელი.
ბრალდებულმა პირებმა დაამზადეს და გაასაღეს ყალბი ანგარიშ – ფაქტურები და სასაქონლო ზედნადებები, რომლის თანახმად, თითქოსდა რეალიზებულ იქნა სხვადასხვა დასახელების საქონელი – სამშენებლო და ხის მასალები, ასევე, სამეურნეო დანიშნულების პროდუქცია.
საქონლის რეალური მიწოდების გარეშე ფიქტიურად გამოწერილი, გაყალბებული საგადასახადო დოკუმენტების ჯამური ღირებულება დაახლოებით 300 000 ლარს შეადგენს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც, თავისუფლების აღკვეთას ვადით 2-დან 4-წლამდე ვადით ითვალისწინებს.