„ევროკავშირი დემოკრატიის გამო სამოქალაქო ომშია“_აღნიშნული განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა BBC-ის ინფორმაციით, სტრასბურგში, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
„არ მსურს მივეკუთვნებოდე მთვარეულ თაობას, რომელსაც საკუთარი წარსული დაავიწყდა, განაცხადა მან და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროკავშირის განვითარების შესახებ ისაუბრა.
მაკრონმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდა დემოკრატიისადმი ერთგულება განაახლოს მზარდი ავტორიტარიზმის ფონზე.
მან ასევე აღნიშნა, რომ ბრექსითი ევროკავშირის ბიუჯეტში დიდ ხვრელს დატოვებს და ალიანსს აღარ ექნება ზოგიერთი წევრი სახელმწიფოებისთვის შესათავაზებელი თანხა.
მაკრონმა ასევე დასძინა, რომ მზადაა საფრანგეთმა მისი წვლილი გაზარდოს.